კრეატინი ადამიანის სხეულში ბუნებრივად არსებული ნივთიერებაა, რომლის მთავარი დანიშნულება კუნთებისთვის ენერგიის მიწოდებაა.
მისი მიღება შესაძლებელია წითელი ხორცითა და თევზით. თუმცა, მაღალი ინტენსივობით მოვარჯიშეებისთვის, საკმარისი რაოდენობის მიღება რთულია. სწორედ ამიტომ, კრეატინი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საკვები დანამატია, რომელიც:
▪️ ზრდის ძალას
▪️ ზრდის გამძლეობას
▪️ ზრდის კუნთის მოცულობას/მასას
▪️ ხელს უწყობს აღდგენას
▪️ აუმჯობესებს ტვინის ფუნქციონირებას
მიღების წესი: სწრაფი ეფექტის მისაღებად რეკომენდირებულია ჩატვირთვის ფაზით დაწყება. პირველი 5 დღის მანძილზე მიიღეთ 4-ჯერ დღეში, მე-6 დღიდან კი – ერთხელ. მაქსიმალური შედეგისთვის ყოველდღიურად დალიეთ 8-10 ჭიქა წყალი.