Doctor's Best, Vegan D3 (Vitashine® D3, 2,500 IU), 60 vcaps | Nutrio.ge

Doctor’s Best, Vegan D3 (Vitashine® D3, 2,500 IU), 60 vcaps

49,00

+ უფასო მიწოდება
  • ხელს უწყობს კალციუმის შეწოვას და ძვლების ჯანმრთელობას;
  • აძლიერებს იმუნურ სისტემას;
  • აუმჯობესებს კუნთების ფუნქციას;
  • ხელს უწყობს განწყობის სტაბილიზაციას;

მარაგი: საწყობში

🚚 უფასო მიწოდება 200 ლარიდან შენაძენზე.

თბილისი – 5 ლარი (1-2 სამუშაო დღე), რეგიონი – 8 ლარი (2-6 სამუშაო დღე).

იმავე დღესვე მიწოდებისთვის დაგვიკავშირდით: 555 10 20 80

ვიტამინი D3 უმნიშვნელოვანესია ჯანსაღი ძვლებისა და კბილებისთვის, კუნთების ფუნქციონირებისთვისა და იმუნური სისტემისთვის. ეს არის D ვიტამინის აქტური ფორმა, ცხიმში ხსნადი ვიტამინი, რომელიც ხელს უწყობს კალციუმის, რკინის, მაგნიუმის, ფოსფატისა და თუთიის შეწოვას საჭმლის მომნელებელ სისტემაში. ეს პროცესი მნიშვნელოვანია ძვლოვანი ქსოვილის მინერალიზაციისთვის და ძვლების სიმტკიცის შენარჩუნებისთვის. გარდა ამისა, ვიტამინი D3 ეხმარება იმუნური სისტემის გაძლიერებას და კუნთების ნორმალურ ფუნქციონირებას. მისი მიღება ასევე ასოცირდება განწყობის გაუმჯობესებასთან და ენერგიის დონის გაზრდასთან.

მისი დეფიციტი დღეს ძალიან გავრცელებულია. მაგალითად აშშ-ს მოსახლეობის 41.6%-ს აქვს მისი ნაკლებობა, რაც ბევრი გართულების გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს: ძვლების ტკივილი, კუნთების სპაზმი, ძილის პრობლემები, დაღლილობა, უხასიათობა, დეპრესია, მადის ნაკლებობა.

D ვიტამინის მიღება შეგიძლიათ მზის სხივებისგან და შემდეგი საკვებისგან: კალმახი, ორაგული, თინუსი, ვირთევზას ღვიძლის ზეთი, საქონლის ღვიძლი, კვერცხის გული, რძე. თუმცა ხშირად გვიჭირს საჭირო რაოდენობის D ვიტამინის მიღება. ამიტომ, სასურველია გავესინჯოთ D ვიტამინის დონეზე და საჭიროების შემთხვევაში, მივიღოთ ის დანამატის სახით.

ტრადიციული D3 ვიტამინი ხშირად მზადდება ცხოველური ცხიმისგან (ლანოლინი), ხოლო Vitashine® D3 წარმოადგენს ლიქენებიდან მიღებულ მცენარეულ D3 ვიტამინს. ის სერტიფიცირებულია როგორც ვეგანური და წარმოადგენს საუკეთესო არჩევანს მათთვის, ვინც თავს არიდებს ცხოველური წარმოშობის დანამატებს.

მიღების წესი: მიიღეთ დღეში  1 აბი, სასურველია მაღალცხიმოვან საკვებთან ერთად.

⚠️ გაფრთხილება: პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ ზრდასრული ადამიანებისთვის. არ მიიღოთ თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში. თუ სვამთ რაიმე მედიკამენტს, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. გამოიყენეთ მხოლოდ დანამატად და არა საკვების შემცვლელად. შეინახეთ გრილ და მშრალ, ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას.
კალათი