კარნიტინი (L-Carnitine) არის ამინომჟავებისგან მიღებული ბუნებრივი ნაერთი, რომელიც მონაწილეობს ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტირებაში მიტოქონდრიებში, სადაც ისინი გარდაიქმნებიან ენერგიად. ეს პროცესები ხელს უწყობს ცხიმის წვას, ზრდის ენერგიის დონეს და ამცირებს დაღლილობას. ასტიმულირებს მეტაბოლურ პროცესებს.
ეს დანამატი განსაკუთრებით პოპულარულია სპორტსმენებში, რადგან ის აუმჯობესებს ვარჯიშის დროს გამძლეობას და ამცირებს კუნთების დაღლილობას. კვლევებმა აჩვენა, რომ L-Carnitine ხელს უწყობს კუნთოვანი ქსოვილის აღდგენას, ამცირებს ტკივილს ვარჯიშის შემდეგ და ასტიმულირებს მეტაბოლურ პროცესებს. კარნიტინს გააჩნია ანტიოქსიდანტური დაცვის უნარი. ასევე ეხმარება გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას, ამცირებს ცხიმოვან ნალექებს და ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას.
Nutrex Liquid L-Carnitine 3000-ის თითოეული პორცია შეიცავს 3,000 მგ კარნიტინს.
მიღების წესი: შეანჯღრიეთ ბოთლი ყოველ მიღებამდე. მიიღეთ 1 პორცია (15 მლ / 1 სუფრის კოვზი) ვარჯიშამდე 30 წუთით ადრე. არასავარჯიშო დღეებში მიიღეთ დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ჭამებს შორის.