MuscleMeds-ის Carnivor არის მსოფლიოში პირველი საქონლის ხორცის პროტეინის იზოლატი, 350%-ით უფრო მკვებავი ვიდრე ჩვეულებრივი სტეიკი და ბევრად უფრო შემავსებელი ვიდრე შრატის ცილა. მუშაობს ანაბოლური აზოტის შეკავების ტექნოლოგიასთან (ANRT), რომელიც ხელს უწყობს ამინომჟავების ხანგრძლივ გამოყენებას და ამცირებს ამიაკის გამომუშავებას ორგანიზმში კუნთოვანი მასის უკეთესი ზრდისთვის.
Carnivor არის ერთადერთი ცილა ამ ტექნოლოგიით, რომელსაც შეუძლია ამინომჟავების რეკრუტირება ანაბოლური კუნთების მშენებლობის მექანიზმში, ამცირებს ამიაკის წარმოებას და ხელს უწყობს კუნთოვამი მასის ზრდას და ხარისხს. შეიცავს 20-ჯერ მეტ კრეატინს, ვიდრე ჩვეულებრივი სტეიკი. გამდიდრებულია BCAA-ს ამინომჟავებით ანტიკატაბოლური ეფექტების გასაძლიერებლად.
კაი გრინი (არნოლდ კლასიკის Ჩემპიონი და მისტერ ოლიმპიას ვიცე-Ჩემპიონი), როგორც საცდელი ათლეთი, მჭიდროდ თანამშრომლობდა MuscleMeds-ის მკვლევარებთან ამ ფორმულის შესაქმნელად, რათა ის საჯაროდ ხელმისაწვდომი ყოფილიყო. ექსპერიმენტების წარმატებამ საშუალება მისცა რევოლუცია მომხდარიყო ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტის – ცილის სფეროში. კაი გრინის ცილის მიღების შეფასებისას, MuscleMeds-ის მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ კაის კუნთების ზრდა გაცილებით დიდი იყო ძროხის ხორცის მოხმარებისას, ვიდრე შრატის ან კაზეინის დანამატების მოხმარებისას. ერთის მხრივ, კაი ჭამდა 300-დან 450 გრამამდე საქონლის ხორცს დღეში და აჩვენებდა კუნთების მშვენიერ ზრდას, მეორეს მხრივ, ხორცის დიდი რაოდენობით მოხმარება იწვევდა საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებს და სისხლში ქოლესტერინის დონის ზრდას იმაზე მეტად, ვიდრე MuscleMeds-ის მკვლევარები ელოდნენ. ამ ფაქტებმა განაპირობა CARNIVOR-ის, მსოფლიოში პირველი საქონლის ხორცის ცილის იზოლატის განვითარება, რომელიც მოგვიანებით აღმოჩნდა საკვანძო ფაქტორი იმისა, რომ კაიმ გრინმა მეტად განივითარა კუნთოვანი მასა და არნოლდ კლასიკის მეფე გახდა.
მიღების წესი: გააზაცვეთ 1 კოვზი (35 გრამი) 240-300 მლ წყალში ან თქვენ საყვარელ სასმელში. მიიღეთ 1-3 პორცია დღეში ან საჭიროებისამებრ, თქვენი ცილის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
🚚 უფასო მიწოდება 200 ლარიდან შენაძენზე.
200 ლარამდე: თბილისის მასშტაბით – 5 ლარი, რეგიონში – 8 ლარი.
⚠️ გაფრთხილება: პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ ზრდასრული ადამიანებისთვის. არ მიიღოთ თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში. თუ სვამთ რაიმე მედიკამენტს, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. გამოიყენეთ მხოლოდ დანამატად და არა საკვების შემცვლელად. შეინახეთ გრილ და მშრალ, ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას.