აშვაგანდა არის მარადმწვანე მცენარე, რომელიც იზრდება აზიასა და აფრიკაᲨი. მას ასევე უწოდებენ ინდურ ჟენᲨენს. მისი აქტიური ქიმიური ნივთიერებაა ვიტანოლიდები. იგი ფართოდ გამოიყენება ინდურ მედიცინაᲨი ათასწლეულების მანძილზე, ხოლო 1980-იანი წლებიდან დაიწყო მისი Შესწავლა ფართო გამოყენებისთვის.
აშვაგანდას აქვს ადაპტოგენური, დამამშვიდებელი და ანტიოქსიდანტური მოქმედება. თრგუნავს ანთებით და ონკოლოგიურ პროცესებს, ზრდის საერთო ტესტოსტერონის, ჰემოგლობინისა და ერითროციტების (სისხლის წითელი უჯრედების) დონეს, დადებითად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ, ენდოკრინულ და იმუნურ სისტემებზე. ამშვიდებს გონებას და ხელს უწყობს ძილის ღრმა ფაზას, აუმჯობესებს კუნთების მგრძნობელობას ინსულინის მიმართ, ამცირებს კორტიზოლის (სტრესის ჰორმონის) დონეს, ანელებს უჯრედულ დაბერებას.
KSM-66 არის აშვაგანდას უმაღლესი ხარისხის ფორმა, რომელიც მხოლოდ ფესვებისგან მზადდება და ინარჩუნებს მცენარის ბალანსირებულ ბიოაქტიურ ნივთიერებებს. იგი ასევე გამოირჩევა მაღალი ბიოშეწოვადობით, რაც უზრუნველყოფს სწრაფ და ეფექტურ შედეგებს. პროდუქტის ხარისხი სხვადასხვა კვლევებითაა დადასტურებული.
🚚 უფასო მიწოდება 200 ლარიდან შენაძენზე.
200 ლარამდე: თბილისის მასშტაბით – 5 ლარი, რეგიონში – 8 ლარი.
⚠️ გაფრთხილება: პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ ზრდასრული ადამიანებისთვის. არ მიიღოთ თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში. თუ სვამთ რაიმე მედიკამენტს, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. გამოიყენეთ მხოლოდ დანამატად და არა საკვების შემცვლელად. შეინახეთ გრილ და მშრალ, ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას.