Magnesium L-Threonate (Magtein), 100 caps

99,00

+ უფასო მიწოდება
  • აუმჯობესებს მახსოვრობას და ტვინის ფუნქციონირებას;
  • აუმჯობესებს კონცენტრაციას და სწავლის უნარებს;
  • ამცირებს შფოთვას, სტრესს, დეპრესიას;
  • აუმჯობესებს ძილის ხარისხს;

Availability: მარაგში

მაგნიუმი არის უმნიშვნელოვანესი მინერალი, რომელიც მონაწილეობს 300-ზე მეტ ბიოქიმიურ პროცესში ორგანიზმში. ის აუცილებელია კუნთების მოდუნებისთვის, ნერვული სისტემის ფუნქციონირებისთვის და ენერგიის წარმოებისთვის. მაგნიუმი ასევე ხელს უწყობს ძვლების სიმტკიცეს, არტერიული წნევის რეგულირებას და მენტალური კეთილდღეობის გაუმჯობესებას. მისი ნაკლებობა ხშირად დაკავშირებულია კუნთების სპაზმებთან, დაღლილობასთან და ძილის დარღვევებთან.

კონკრეტულად ამ ფორმის მაგნიუმს (Magnesium L-Threonate, იგივე Magtein) აქვს უნარი გადაკვეთოს ჰემატოენცეფალური (ტვინის დამცავი) ბარიერი და გააუმჯობესოს ტვინის მუშაობა. ის გამოიყენება კოგნიტური ფუნქციების, ტვინის ფუნქციების და მეხსიერების გასაუმჯობესებლად. კვლევებმა აჩვენა, რომ მაგტეინი ზრდის მაგნიუმის კონცენტრაციას ტვინში, რაც ხელს უწყობს სინაფსური პლასტიურობის გაუმჯობესებას და ნერვული კავშირის გაძლიერებას.

მიღების წესი: დღიური დოზა არის 4 კაფსულა, საკვებთან ან საკვების გარეშე. სასურველია გაყოთ 2 ნაწილად:

  • თუ გსურთ უფრო მეტად იმოქმედოს ხარისხიან ძილზე: მიიღეთ 2 კაფსულა დილით, 2 კაფსულა დაძინებამდე 2 საათით ადრე
  • თუ გსურთ უფრო მეტად იმოქმედოს კონცენტრაციაზე, ენერგიაზე და სტრესის შემცირებაზე: მიიღეთ 2 კაფსულა დილით,  2 კაფსულა საღამოს.

🚚 უფასო მიწოდება 200 ლარიდან შენაძენზე.
200 ლარამდე: თბილისის მასშტაბით – 5 ლარი, რეგიონში – 8 ლარი.

⚠️ გაფრთხილება: პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ ზრდასრული ადამიანებისთვის. არ მიიღოთ თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში. თუ სვამთ რაიმე მედიკამენტს, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. გამოიყენეთ მხოლოდ დანამატად და არა საკვების შემცვლელად. შეინახეთ გრილ და მშრალ, ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას.

Shopping Cart