ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) არის წყალში ხსნადი ვიტამინი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის გაძლიერებაში, უჯრედების დაცვაში ჟანგვითი სტრესისგან და კოლაგენის სინთეზში. კოლაგენი აუცილებელია კანის, სახსრების, ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობისთვის.
ვიტამინი C ხელს უწყობს რკინის შეწოვას, მონაწილეობს ამინომჟავების მეტაბოლიზში და ეხმარება ორგანიზმს ენერგიის დონის შენარჩუნებაში. მისი ანტიოქსიდანტური თვისებები ეხმარება თავისუფალი რადიკალებისგან უჯრედების დაცვას, რაც ამცირებს სხვადასხვა დაავადებების განვითარების რისკს. პროდუქტი შეიცავს ასკილის ნაყოფის ფხვნილს და ციტრუსის ბიოფლავონოიდების კომპლექს, რაც ეხმარება ვიტამინს ეფექტურ მოქმედებაში.
მიღების წესი: დღეში 1 ტაბლეტი.