L-Carnitine Tartrate

30,0099,00

+ უფასო მიწოდება
  • ხელს უწყობს ცხიმის ენერგიად გადაქცევას;
  • აუმჯობესებს გამძლეობას ვარჯიშის დროს;
  • ამცირებს კუნთების დაღლილობას და ეხმარება აღდგენას;
  • უზრუნველყოფს მეტაბოლურ მხარდაჭერას სტიმულანტების გარეშე;

კარნიტინი (L-Carnitine) არის ამინომჟავებისგან მიღებული ბუნებრივი ნაერთი, რომელიც მონაწილეობს ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტირებაში მიტოქონდრიებში, სადაც ისინი გარდაიქმნებიან ენერგიად. ეს პროცესები ხელს უწყობს ცხიმის წვას, ზრდის ენერგიის დონეს და ამცირებს დაღლილობას. ასტიმულირებს მეტაბოლურ პროცესებს.

ეს დანამატი განსაკუთრებით პოპულარულია სპორტსმენებში, რადგან ის აუმჯობესებს ვარჯიშის დროს გამძლეობას და ამცირებს კუნთების დაღლილობას. კვლევებმა აჩვენა, რომ L-Carnitine ხელს უწყობს კუნთოვანი ქსოვილის აღდგენას, ამცირებს ტკივილს ვარჯიშის შემდეგ და ასტიმულირებს მეტაბოლურ პროცესებს. კარნიტინს გააჩნია ანტიოქსიდანტური დაცვის უნარი. ასევე ეხმარება გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას, რადგან ის ამცირებს ცხიმოვან ნალექებს და ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას.

L-Carnitine Tartrate არის ელ-კარნიტინის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც გაერთიანებულია ტარტრატის მჟავასთან. ტარტრატი ხელს უწყობს კარნიტინის უფრო სწრაფ შეწოვას ორგანიზმში და აჩქარებს მის მოქმედებას.

მიღების წესი: მიიღეთ 2 კაფსულა დღეში.

🚚 უფასო მიწოდება 200 ლარიდან შენაძენზე.
200 ლარამდე: თბილისის მასშტაბით – 5 ლარი, რეგიონში – 8 ლარი.

⚠️ გაფრთხილება: პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ ზრდასრული ადამიანებისთვის. არ მიიღოთ თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში. თუ სვამთ რაიმე მედიკამენტს, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. გამოიყენეთ მხოლოდ დანამატად და არა საკვების შემცვლელად. შეინახეთ გრილ და მშრალ, ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ზომა

240 caps, 60 caps

Shopping Cart