Swanson, Magnesium Glycinate + B Vitamins (Albion®, 200 mg), 60 tabs | Nutrio.ge

Swanson, Magnesium Glycinate + B Vitamins (Albion®, 200 mg), 60 tabs

55,00

+ უფასო მიწოდება
  • ეხმარება ღრმა ძილსა და მოდუნებაში;
  • აუმჯობესებს კუნთებისა და ნერვული სისტემის;
  • ამცირებს სტრესს და აუმჯობესებს განწყობას;
  • შეიცავს ენერგეტიკული მეტაბოლიზმისთვის საჭირო B ვიტამინების კომპლექსი;
  • ნაზად მოქმედებს კუჭ-ნაწლავზე;

Availability: მარაგში

🚚 უფასო მიწოდება 200 ლარიდან შენაძენზე.

თბილისი – 5 ლარი (1-2 სამუშაო დღე), რეგიონი – 8 ლარი (2-6 სამუშაო დღე).

იმავე დღესვე მიწოდებისთვის დაგვიკავშირდით: 555 10 20 80

მაგნიუმი არის უმნიშვნელოვანესი მინერალი, რომელიც მონაწილეობს 300-ზე მეტ ბიოქიმიურ პროცესში ორგანიზმში. ის აუცილებელია კუნთების მოდუნებისთვის, ნერვული სისტემის ფუნქციონირებისთვის და ენერგიის წარმოებისთვის. მაგნიუმი ასევე ხელს უწყობს ძვლების სიმტკიცეს, არტერიული წნევის რეგულირებას და მენტალური კეთილდღეობის გაუმჯობესებას. მისი ნაკლებობა ხშირად დაკავშირებულია კუნთების სპაზმებთან, დაღლილობასთან და ძილის დარღვევებთან.

მაგნიუმის გლიცინატი ცნობილია თავისი დამამშვიდებელი ეფექტით ნერვულ სისტემაზე, რაც მას იდეალურს ხდის ძილის ხარისხის გასაუმჯობესებლად და სტრესის შესამცირებლად. მისი უნარი კუნთების მოდუნების სტიმულირებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სპორტსმენებისთვის და მათთვის, ვისაც აწუხებს კუნთების სპაზმები ან ტკივილი.

კვლევებმა აჩვენა, რომ მაგნიუმის გლიცინატი ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას, ენერგიის დონის შენარჩუნებას და დაღლილობის შემცირებას.

პროდუქტს ასევე აქვს დამატებული ვიტამინი B1-ისა და B6-ის გაუმჯობესებული ფორმები: ბენფოტიამინი და pyridoxal 5 phosphate. აღნიშნული ვიტამინები ეხმარება ორგანიზმს ენერგიის წარმოქმნაში, ნერვული სისტემის გაჯანსაღებასა და გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესებაში.

აღნიშნული პროდუქტი შეიცავს Albion®-ის მიერ წარმოებულ მინერალს. ეს არის მსოფლიოში წამყვანი კომპანია მინერალების წარმოებაში, რომლებიც გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და ბიოშეღწევადობით. მინერალების წარმოების დაპატენტებული ფორმულა (TRAACS® – The Real Amino Acid Chelate System) აერთიანებს მინერალებს ამინომჟავებთან (მაგ. გლიცინი), რაც აუმჯობესებს შეწოვას და ამცირებს კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებულ დისკომფორტს. პროდუქტი მზადდება მკაცრი ხარისხის სტანდარტებით, მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა კი დამტკიცებულია კლინიკური კვლევებით.

მიღების წესი: მიიღეთ 1 ტაბლეტი დილით, მე-2 ტაბლეტი საღამოს, საკვებთან ერთად.

⚠️ გაფრთხილება: პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ ზრდასრული ადამიანებისთვის. არ მიიღოთ თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში. თუ სვამთ რაიმე მედიკამენტს, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. გამოიყენეთ მხოლოდ დანამატად და არა საკვების შემცვლელად. შეინახეთ გრილ და მშრალ, ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას.
Shopping Cart