ქოლინი არის ორგანიზმისვის აუცილებელი ნუტრიენტი, რომელიც ბუნებრივად გვხვდება საკვებში. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტვინის, ღვიძლისა და ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში. აუცილებელია აცეტილქოლინის ნეიროტრანსმიტერის სინთეზისთვის, რომელიც აკონტროლებს მეხსიერებას, განწყობას და კოორდინაციას. განსაკუთრებით ეფექტურია ინტენსიური მუშაობის, სწავლების ან სტრესის პირობებში. გარდა ამისა, ქოლინი მონაწილეობს ცხიმების დაშლასა და ღვიძლის დეტოქსიკაციაში, იცავს უჯრედულ მემბრანებს და უზრუნველყოფს ნერვული იმპულსების სწორ გადაცემას.
ციტიკოლინი (CDP Choline) არის ქოლინის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და ბიოშეღწევადი ფორმა, რომელსაც აქვს უნარი გადაკვეთოს ჰემატოენცეფალური (ტვინის დამცავი) ბარიერი და პირდაპირ მიაწოდოს ტვინს ქოლინი. ციტოქოლინი შეიცავს ციტიდინს, რომელიც შემდგომ გარდაიქმნება ურიდინად. ეს ორი ნივთიერება კვლავ ერთიანდება ტვინში ციტოქოლინად, რაც ხელს უწყობს ფოსფოლიპიდების სინთეზს. ფოსფოლიპიდები ქმნის ნეირონების მემბრანებს – და ამავდროულად ზრდის აცეტილქოლინის დონეს, რაც აუცილებელია მეხსიერებისთვის, ფოკუსისთვის და სწავლის უნარისთვის.
მიღების წესი: 1 კაფსულა დღეში დილით.




