Double Wood, CDP Choline (Citocoline, 300 mg), 60 caps | Nutrio.ge

Double Wood, CDP Choline (Citocoline, 300 mg), 60 caps

85,00

+ უფასო მიწოდება
  • აძლიერებს მეხსიერებას, ფოკუსს და გონებრივ პროდუქტიულობას;
  • ხელს უწყობს აცეტილქოლინის წარმოქმნას ტვინში;
  • აძლიერებს ტვინის უჯრედების აღდგენასა და ენერგიის მეტაბოლიზმს;
  • აუმჯობესებს ნერვულ კომუნიკაციასა და უჯრედული მემბრანის სტაბილურობას;
  • აჩქარებს სტრესისგან და ტრავმისგან რეაბილიტაციას;

მარაგი: გვაქვს 🤟

🚚 უფასო მიწოდება 200 ლარიდან შენაძენზე.

თბილისი – 5 ლარი (1-2 სამუშაო დღე), რეგიონი – 8 ლარი (2-6 სამუშაო დღე).

იმავე დღესვე მიწოდებისთვის დაგვიკავშირდით: 555 10 20 80

ქოლინი არის ორგანიზმისვის აუცილებელი ნუტრიენტი, რომელიც ბუნებრივად გვხვდება საკვებში. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტვინის, ღვიძლისა და ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში. აუცილებელია აცეტილქოლინის  ნეიროტრანსმიტერის სინთეზისთვის, რომელიც აკონტროლებს მეხსიერებას, განწყობას და კოორდინაციას. განსაკუთრებით ეფექტურია ინტენსიური მუშაობის, სწავლების ან სტრესის პირობებში. გარდა ამისა, ქოლინი მონაწილეობს ცხიმების დაშლასა და ღვიძლის დეტოქსიკაციაში, იცავს უჯრედულ მემბრანებს და უზრუნველყოფს ნერვული იმპულსების სწორ გადაცემას.

ციტიკოლინი (CDP Choline) არის ქოლინის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და ბიოშეღწევადი ფორმა, რომელსაც აქვს უნარი გადაკვეთოს ჰემატოენცეფალური (ტვინის დამცავი) ბარიერი და პირდაპირ მიაწოდოს ტვინს ქოლინი. ციტოქოლინი შეიცავს ციტიდინს, რომელიც შემდგომ გარდაიქმნება ურიდინად. ეს ორი ნივთიერება კვლავ ერთიანდება ტვინში ციტოქოლინად, რაც  ხელს უწყობს ფოსფოლიპიდების სინთეზს. ფოსფოლიპიდები ქმნის ნეირონების მემბრანებს – და ამავდროულად ზრდის აცეტილქოლინის დონეს, რაც აუცილებელია მეხსიერებისთვის, ფოკუსისთვის და სწავლის უნარისთვის.

მიღების წესი: 1 კაფსულა დღეში დილით.

⚠️ გაფრთხილება: პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ ზრდასრული ადამიანებისთვის. არ მიიღოთ თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში. თუ სვამთ რაიმე მედიკამენტს, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. გამოიყენეთ მხოლოდ დანამატად და არა საკვების შემცვლელად. შეინახეთ გრილ და მშრალ, ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას.
კალათი