კურკუმა (Turmeric / Curcuma) არის ჯინჯერის ოჯახის მცენარე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა როგორც ინდურ, ისე ჩინურ მედიცინაში. მისი ძირი შეიცავს კურკუმინს – ძლიერ ბიოქიმიურ ნაერთს, რომელიც ცნობილია ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური და საჭმლის მომნელებელი თვისებებით.
კურკუმა ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას სისხლის მიმოქცევის და არტერიების მოქნილობის გაუმჯობესებით. კვლევებმა აჩვენა, რომ ის ასევე ეხმარება ტვინის ფუნქციების გაუმჯობესებას, განსაკუთრებით მეხსიერების და ფოკუსის ამაღლებით.
კურკუმა ასევე უზრუნველყოფს ანტიოქსიდანტურ დაცვას, რაც იცავს უჯრედებს ჟანგვითი სტრესისგან. მისი შემადგენლობა ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესების გაუმჯობესებას და ღვიძლის დეტოქსიკაციას.
Horbaach-ის კურკუმას კომპლექსი შეიცავს 3000 მგ მცენარეულ ნარევს ერთ მიღებაზე:
- კურკუმას ფესვი (10:1 ექსტრაქტი, 95% კურკუმინი)
- ჯინჯერის ფესვი (4:1 ექსტრაქტი) – ეხმარება ანთების შემცირებას და საჭმლის მონელების გაუმჯობესებას, ასევე ამსუბუქებს მუცლის დისკომფორტს და გულისრევას;
- ასტრაგალუსის ფესვი (4:1 ექსტრაქტი) – ცნობილია იმუნური სისტემის გაძლიერებით, ენერგიის დონის ამაღლებით და სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხარდაჭერით;
- შავი წიწაკის ექსტრაქტი (95% პიპერინი) – მნიშვნელოვნად ზრდის კურკუმინის შეწოვას;
მიღების წესი: 3 რბილაბი დღეში, უმჯობესია საკვებთან ერთად.