Nutricost ორგანული მალტოდექსტრინი არის მაღალი ხარისხის ნახშირწყლების წყარო, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ ენერგიას. თითოეული პორცია შეიცავს 15 გრამ მალტოდექსტრინს, რაც იდეალურია ვარჯიშის წინ ან შემდეგ მისაღებად. მალტოდექსტრინი ხელს უწყობს კუნთებში გლიკოგენის მარაგების შევსებას ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ, რაც აჩქარებს აღდგენას და ამცირებს დაღლილობას. მალტოდექსტრინი ხშირად შედის მასის მოსამატებელ გეიენერებში. მას იყენებენ დამატებითი კალორიებისთვის, წონის ან კუნთოვანი მასის მოსამატებლად.
მიუხედავად მისი სარგებლიანობისა ენერგიისა და აღდგენისთვის, მალტოდექსტრინი ზომიერად უნდა იქნას გამოყენებული, რადგან მისმა გადაჭარბებულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის მატება. არ არის რეკომენდებული მათთვის, ვინც შაქრის დონეს აკონტროლებს.
მიღების წესი: გახსენით 1 პორცია (1 კოვზი/15 გრამი) 300 მლ წყალში ან თქვენს საყვარელ სასმელში და მიიღეთ ვარჯიშის წინ ან შემდეგ.
მიწოდება 200 ლარიდან შენაძენზე.
200 ლარამდე: თბილისის მასშტაბით – 5 ლარი, რეგიონში – 8 ლარი.
პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ ზრდასრული ადამიანებისთვის. არ მიიღოთ თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში. თუ სვამთ რაიმე მედიკამენტს, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. გამოიყენეთ მხოლოდ დანამატად და არა საკვების შემცვლელად. შეინახეთ გრილ და მშრალ, ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას.