ვიტამინი D3 უმნიშვნელოვანესია ჯანსაღი ძვლებისა და კბილებისთვის, კუნთების ფუნქციონირებისთვისა და იმუნური სისტემისთვის. ეს არის D ვიტამინის აქტური ფორმა, ცხიმში ხსნადი ვიტამინი, რომელიც ხელს უწყობს კალციუმის, რკინის, მაგნიუმის, ფოსფატისა და თუთიის შეწოვას საჭმლის მომნელებელ სისტემაში. ეს პროცესი მნიშვნელოვანია ძვლოვანი ქსოვილის მინერალიზაციისთვის და ძვლების სიმტკიცის შენარჩუნებისთვის. გარდა ამისა, ვიტამინი D3 ეხმარება იმუნური სისტემის გაძლიერებას და კუნთების ნორმალურ ფუნქციონირებას. მისი მიღება ასევე ასოცირდება განწყობის გაუმჯობესებასთან და ენერგიის დონის გაზრდასთან.
მისი დეფიციტი დღეს ძალიან გავრცელებულია. მაგალითად აშშ-ს მოსახლეობის 41.6%-ს აქვს მისი ნაკლებობა, რაც ბევრი გართულების გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს: ძვლების ტკივილი, კუნთების სპაზმი, ძილის პრობლემები, დაღლილობა, უხასიათობა, დეპრესია, მადის ნაკლებობა.
D ვიტამინის მიღება შეგიძლიათ მზის სხივებისგან და შემდეგი საკვებისგან: კალმახი, ორაგული, თინუსი, ვირთევზას ღვიძლის ზეთი, საქონლის ღვიძლი, კვერცხის გული, რძე. თუმცა ხშირად გვიჭირს საჭირო რაოდენობის D ვიტამინის მიღება. ამიტომ, სასურველია გავესინჯოთ D ვიტამინის დონეზე და საჭიროების შემთხვევაში, მივიღოთ ის დანამატის სახით.
მიღების წესი: მიიღეთ 1 აბი ყოველ მე-2 დღეს, სასურველია მაღალცხიმოვან საკვებთან ერთად.
🚚 უფასო მიწოდება 200 ლარიდან შენაძენზე.
200 ლარამდე: თბილისის მასშტაბით – 5 ლარი, რეგიონში – 8 ლარი.
⚠️ გაფრთხილება: პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ ზრდასრული ადამიანებისთვის. არ მიიღოთ თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში. თუ სვამთ რაიმე მედიკამენტს, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. გამოიყენეთ მხოლოდ დანამატად და არა საკვების შემცვლელად. შეინახეთ გრილ და მშრალ, ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას.