ტიროზინი (L-Tyrosine) არის ამინომჟავა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტვინში ნეიროტრანსმიტერების წარმოებაში, როგორებიცაა დოპამინი, ნორეპინეფრინი და ადრენალინი. ეს ნეიროტრანსმიტერები გავლენას ახდენენ განწყობაზე, ენერგიის დონესა და მენტალურ სიმშვიდეზე, რაც იდეალურია სტრესულ გარემოში მყოფი ადამიანებისთვის.
სტრესის, ინტენსიური გონებრივი დატვირთვის, ცივი თერაპიების თუ უძილობის დროს, ორგანიზმი სწრაფად ხარჯავს ტიროზინს. მისი დამატებით მიღება ეხმარება ფოკუსის, სიმშვიდისა, გონევრივი სიცხადის და რეაქციის სიჩქარის შენარჩუნებას.
ტიროზინი ასევე საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების (T3, T4) წარმოსაქმნელად, რომლებიც არეგულირებენ ენერგიასა და მეტაბოლიზმს.
მიღების წესი: გააზავეთ 1 კოვზი (1 გ) 180-300 მლ წყალში და დალიეთ დღეში 1-ხელ.




