ადაპტოგენები არის მცენარეები, რომლებიც ეხმარება ორგანიზმს სტრესთან ადაპტაციაში, ენერგეტის შენარჩუნებაში და შიდა ბალანსის დასტაბილურებაში. Swanson-ის კომპლექსი აერთიანებს რამდენიმე ცნობილ და შესწავლილ ადაპტოგენურ მცენარეს, რომლებიც უზრუნველყოფენ სტრესის შემცირებას, კონცენტრაციის გაუმჯობესებას და ფიზიკური გამძლეობის ზრდას:
- აშვაგანდა (Ashwagandha) – ამცირებს კორტიზოლს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აუმჯობესებს ძილს და ემოციურ სტაბილურობას. ასევე ზრდის ძალასა და გამძლეობას;
- როდიოლა როზეა (Rhodiola Rosea) – ზრდის კოგნიტიურ ფუნქციას, ამცირებს დაღლილობას, აძლიერებს გამძლეობას და აუმჯობესებს განწყობას;
- გლერძი (Astragalus) – ზრდის იმუნიტეტს, ენერგიასა და გაცივებისადმი გამძლეობას. ასევე ხელს უწყობს გულისა და ფილტვების ჯანმრთელობას;
- რეიშის სოკო (Reishi Mushroom) – “სიცოცხლის სოკო”, რომელიც ამშვიდებს, ამცირებს სტრესს, აძლიერებს იმუნურ ბალანსს და ხელს უწყობს ჯანსაღ ძილსა და ღვიძლის ფუნქციას;
- კორეაული ჟენშენი (Korean Ginseng) – ზრდის ფოკუსს, ენერგიას, ფიზიკურ პროდუქტიულობას, ამცირებს დაღლილობას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას;
- დონგ ქუაი (Dong Quai) – ეხმარება ჰორმონალურ ბალანსს, ემოციურ კეთილდღეობას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას;
- შიზანდრა (Schisandra Chinensis) – ასტიმულირებს ღვიძლის ფუნქციას, ზრდის ენერგიას, აძლიერებს გამძლეობას და ფოკუსს. ასევე აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები;
- სუმა (Suma) – ე.წ “ბრაზილიური ჟენშენი”. ზრდის ენერგიას, ლიბიდოს, კუნთების აღდგენას და იმუნურ ფუნქციას.
- გოჯი ბერი (Wolfberry) – ანტიოქსიდანტებით მდიდარი კენკრა, რომელიც აძლიერებს თვალების ჯანმრთელობას, ენერგიეს დონეს და განწყობას;
მიღების წესი: 1 კაფსულა დღეში 1-2-ჯერ.
⚠️ გაფრთხილება: პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ ზრდასრული ადამიანებისთვის. არ მიიღოთ თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში. თუ სვამთ რაიმე მედიკამენტს, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. გამოიყენეთ მხოლოდ დანამატად და არა საკვების შემცვლელად. შეინახეთ გრილ და მშრალ, ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას.





