კალციუმი აუცილებელი მინერალია ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობისთვის. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული სისტემის სიგნალების გადაცემაში და კუნთების სწორ ფუნქციონირებაში. კალციუმი ხელს უწყობს გულის რიტმის რეგულირებას და ნივთიერებათა ცვლის პროცესებში მონაწილეობას.
აღნიშნული პროდუქტი შეიცავს Albion®-ის მიერ წარმოებულ კალციუმის გლიცინატს. ეს არის მსოფლიოში წამყვანი კომპანია მინერალების წარმოებაში, რომლებიც გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და ბიოშეღწევადობით. მინერალების წარმოების დაპატენტებული ფორმულა (TRAACS® – The Real Amino Acid Chelate System) აერთიანებს მინერალებს ამინომჟავებთან (მაგ. გლიცინი), რაც აუმჯობესებს შეწოვას და ამცირებს კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებულ დისკომფორტს. პროდუქტი მზადდება მკაცრი ხარისხის სტანდარტებით, მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა კი დამტკიცებულია კლინიკური კვლევებით.
მიღების წესი: 2 კაფსულა დღეში 3-ჯერ.





