Swanson, Magnesium & Calcium with Vitamins D3 & K2 (Albion®, 90 vcaps) | Nutrio.ge

Swanson, Magnesium & Calcium with Vitamins D3 & K2 (Albion®, 90 vcaps)

79,00

+ უფასო მიწოდება
  • ხელს უწყობს ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობას;
  • აუმჯობესებს კუნთების ფუნქციას;
  • აძლიერებს იმუნურ სისტემას;
  • აუმჯობრსებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას;

მარაგი: საწყობში

🚚 უფასო მიწოდება 200 ლარიდან შენაძენზე.

თბილისი – 5 ლარი (1-2 სამუშაო დღე), რეგიონი – 8 ლარი (2-6 სამუშაო დღე).

იმავე დღესვე მიწოდებისთვის დაგვიკავშირდით: 555 10 20 80

კალციუმი აუცილებელი მინერალია ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობისთვის. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული სისტემის სიგნალების გადაცემაში და კუნთების სწორ ფუნქციონირებაში. კალციუმი ხელს უწყობს გულის რიტმის რეგულირებას და ნივთიერებათა ცვლის პროცესებში მონაწილეობას.

მაგნიუმი არის უმნიშვნელოვანესი მინერალი, რომელიც მონაწილეობს 300-ზე მეტ ბიოქიმიურ პროცესში ორგანიზმში. ის აუცილებელია კუნთების მოდუნებისთვის, ნერვული სისტემის ფუნქციონირებისთვის და ენერგიის წარმოებისთვის. მაგნიუმი ასევე ხელს უწყობს ძვლების სიმტკიცეს, არტერიული წნევის რეგულირებას და მენტალური კეთილდღეობის გაუმჯობესებას. მისი ნაკლებობა ხშირად დაკავშირებულია კუნთების სპაზმებთან, დაღლილობასთან და ძილის დარღვევებთან.

ვიტამინი D3 ხელს უწყობს კალციუმის შეწოვას და იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. ეს კომბინაცია უზრუნველყოფს ძვლების, კუნთების და იმუნური სისტემის კომპლექსურ მხარდაჭერას.

ვიტამინი K2 მნიშვნელოვან როლს ასრულებს კალციუმის დინამიკის მართვაში, რაც ხელს უწყობს კალციუმის დაგროვებას ძვლოვან ქსოვილში და მის მოშორებას არტერიებიდან, რითაც ამცირებს არტერიული კალციფიკაციის რისკს. აუცილებელია სისხლის შედედების პროცესებში, რაც ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას და სისხლდენის კონტროლს. მისი რეგულარული მიღება ხელს უწყობს ძვლების სიმტკიცეს და გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობის გაძლიერებას.

აღნიშნული პროდუქტი შეიცავს Albion®-ის მიერ წარმოებულ მინერალს. ეს არის მსოფლიოში წამყვანი კომპანია მინერალების წარმოებაში, რომლებიც გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და ბიოშეღწევადობით. მინერალების წარმოების დაპატენტებული ფორმულა (TRAACS® – The Real Amino Acid Chelate System) აერთიანებს მინერალებს ამინომჟავებთან (მაგ. გლიცინი), რაც აუმჯობესებს შეწოვას და ამცირებს კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებულ დისკომფორტს. პროდუქტი მზადდება მკაცრი ხარისხის სტანდარტებით, მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა კი დამტკიცებულია კლინიკური კვლევებით.

მიღების წესი: 1 კაფსულა დღეში 3-ჯერ, საკვებთან და წყალთან ერთად.

⚠️ გაფრთხილება: პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ ზრდასრული ადამიანებისთვის. არ მიიღოთ თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში. თუ სვამთ რაიმე მედიკამენტს, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. გამოიყენეთ მხოლოდ დანამატად და არა საკვების შემცვლელად. შეინახეთ გრილ და მშრალ, ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას.
კალათი