მულტი მინერალი (Multi-Mineral) წარმოადგენს ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების სრულფასოვან კომპლექსს, რომელიც იყენებს Albion® TRAACS® ქელატურ ტექნოლოგიას – ფორმულას, რომელიც უზრუნველყოფს მინერალების მაღალ ბიოშეღწევადობას. ქელატური ფორმა ნიშნავს, რომ მინერალები დაკავშირებულია ამინომჟავებთან, რის შედეგადაც ისინი უკეთესად შეიწოვება და ეფექტურად გამოიყენება ორგანიზმში.
პროდუქტი მოიცავს ისეთ აუცილებელ ელემენტებს, როგორებიცაა კალციუმი, მაგნიუმი, იოდი, თუთია, სელენი, სპილენძი, ქრომი, ბორი და სხვა. პროდუქტი წარმოდგენილია რკინით და მის გარეშე. თითოეული მინერალი ასრულებს უნიკალურ ფუნქციას: მაგნიუმი და კალციუმი კოორდინაციას უწევენ კუნთებსა და ნერვებს; თუთია აძლიერებს იმუნიტეტს; სელენი და მანგანუმი იცავენ უჯრედებს დაჟანგვისგან, ქრომი ხელს უწყობს სისხლში შაქრის ბალანსს. მინერალების ეს კომბინაცია დაგვეხმარება ძვლების გამაგრებაში, გულისცემის რეგულაციაში, კუნთების მუშაობასა და ენერგიის წარმოებაში.
აღნიშნული პროდუქტი შეიცავს Albion®-ის მიერ წარმოებულ მინერალს. ეს არის მსოფლიოში წამყვანი კომპანია მინერალების წარმოებაში, რომლებიც გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და ბიოშეღწევადობით. მინერალების წარმოების დაპატენტებული ფორმულა (TRAACS® – The Real Amino Acid Chelate System) აერთიანებს მინერალებს ამინომჟავებთან (მაგ. გლიცინი), რაც აუმჯობესებს შეწოვას და ამცირებს კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებულ დისკომფორტს. პროდუქტი მზადდება მკაცრი ხარისხის სტანდარტებით, მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა კი დამტკიცებულია კლინიკური კვლევებით.
მიღების წესი: 2 კაფსულა დღეში 1-2-ჯერ, საკვებთან და წყალთან ერთად.



