Swanson-ის თუთიის კარნოზონი (Zinc Carnosine) შეიცავს პატენტირებულ ფორმულას PepZinGI®, სადაც თუთია და ელ-კარნოზინი გაერთიანებულია ერთ სტაბილურ ნაერთად. ეს კომბინაცია ბევრად უკეთ ინარჩუნებს აქტიურობას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, რაც უზრუნველყოფს ხანგრძლივ და მიზანმიმართულ მოქმედებას.
- თუთია აუცილებელი მინერალია, რომელიც მონაწილეობს ასზე მეტ ბიოქიმიურ პროცესში — იმუნური სისტემის მხარდაჭერაში, ქსოვილების აღდგენასა და ლორწოს წარმოქმნაში, რაც იცავს კუჭის შიგა გარსს მჟავის ზემოქმედებისგან.
- ელ-კარნოზინი წარმოადგენს ანტიოქსიდანტურ დიპეპტიდს (ბეტა-ალანინი + ჰისტიდინი), რომელიც იცავს უჯრედებს დაჟანგვისგან და ხელს უწყობს ეპითელური ქსოვილების აღდგენას.
ეს ორი ნივთიერება ერთად მოქმედებს სინერგიულად – ისინი ამაგრებენ ლორწოვან გარსს, ამცირებენ ანთებას და აჩქარებენ ქსოვილების რეგენერაციას. კვლევებით დადასტურებულია, რომ PepZinGI® ხელს უწყობს ჯანსაღ საჭმლის მომნელებელ ბალანსს და ხელს უშლის ლორწოვანი ფენის დაზიანებას.
პროდუქტი შეიცავს ფორმულას PepZinGI®-ის ფორმულას – ეს არის დაპატენტებული ფორმა, რომელიც დამზადებულია იაპონიაში. პროდუქტის უსაფრთხოება, ეფექტურობა და ფარმაცევტული დონის სისუფთავე დადასტურებულია კვლევებით.
მიღების წესი: 1 კაფსულა დღეში 2-3-ჯერ.



