წესები და პირობები

ბოლო განახლების თარიღი: 11 მარტი, 2024

აღნიშნული ვებ-გვერდი წარმოადგენს შპს “ოლდ სქულ სთორის” საკუთრებას. ბრენდული დასახელება “ნუტრიო – Nutrio”. საიტის სარგებლობით და შეკვეთის განთავსებით თქვენ ეთანხმებით ჩვენი ხელშეკრულების პირობებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ ისარგებლებთ ჩვენი საიტის მომსახურებით.

Nutrio
შპს “ოლდ სქულ სთორი” (ს/ნ 402289625)
ელ. ფოსტა: [email protected]
ტელეფონი: 555 10 20 80

 ზოგადი ინფორმაცია და ტერმინთა განმარტება

ქვემომდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში აღწერილია, თუ როგორ აგროვებს და იყენებს Nutrio მომხმარებლის პერსონალურ ინფორმაციას, როდესაც სტუმრობთ და ყიდულობთ პროდუქტს/სერვისს nutrio.ge-დან.

    1. „ჩვენ“, „კომპანია“ – Nutrio;

    1. „თქვენ“, „მომხმარებელი“ – პირი, რომელიც შედის ვებ-გვერდზე;

    1. „ვებ-გვერდი“ – შპს “ოლდ სქულ სთორის” საკუთრებაში არსებული ვებ-გვერდი, რომლის ვებ მისამართია – nutrio.ge;

    1. „ინტერნეტ მაღაზია“ – ინტერნეტ მაღაზია, რომელიც წარმოადგენს ი/მ გოჩა ცეკვავას საკუთრებას და რომლის ელექტრონული მისამართიც მითითებულია მე-3 პუნქტში;

    1. „პროდუქტი“, „ნივთი“, „საქონელი“ – ვებ-გვერდზე რეალიზაციისთვის განთავსებული საქონელი

კომპანიის ვალდებულებები

კომპანია ვალდებულია დაიცვას მომხმარებლის უფლებები და შეკვეთის განთავსებისას გადასცეს საიტზე არსებული აღწერის შესაბამისი პროდუქტი.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ვალდებულია მომხმარებელს შეუცვალოს ნივთი ან დაუბრუნოს თანხა.

მომხმარებლის უფლებები

მომხმარებელს აქვს უფლება მოითხოვოს ნივთის შეცვლა ან თანხის დაბრუნება იმ შემთხვევაში, თუ :

    • ნივთი არ შეესაბამება საიტზე ნივთის მითითებულ აღწერას;

    • პროდუქტის მიწოდება ვერ მოხერხდა „შეკვეთის მიღება და მიწოდებაში“ არსებული პირობების ვადებში

შეკვეთის მიღება და მიწოდება

შეკვეთის მიწოდება ხდება მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე. შეკვეთის მიწოდების ვადაა 1-2 სამუშაო დღე თბილისის მაშტაბით, 4-6 სამუშაო დღე რეგიონების მაშტაბით. გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო შესაძლოა მიწოდების ვადა გაიზარდოს, რის შესახებაც გაცნობებთ ოპერატორი.

შეკვეთის მიწოდების ღირებულება შეადგენს 5 ლარს.

დაბრუნების პირობები

მომხმარებელს აქვს უფლება მოითხოვოს ნივთის შეცვლა ან მოითხოვოს თანხის უკან დაბრუნება. მოთხოვნის დაკმაყოფილება ხდება იმ შემთხვევაში, თუ:

    • შეძენილი ნივთი არ აღმოჩნდა საწყობში

    • შეძენილი ნივთის მახასიათებელი არ ემთხვევა საიტზე არსებულს

    • შენაძენი ნივთი აღმოჩნდა დაზიანებული

 თანხის დაბრუნება ხდება 5 სამუშაო დღის განმავლობაში მყიდველის საბანკო ანგარიშზე. ნივთის შეცვლა და ხელახლა მიწოდება ხდება 5 სამუშაო დღეში მყიდველის მიერ მითითებულ მისამართზე.

კონფიდენციალურობა

ჩვენ ვალდებული ვართ დავიცვათ ჩვენი მომხმარებლების პირადი ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად.

 ქვემოთ მოცემულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა პერსონალურ ინფორმაციას ვამუშავებთ და ვიყენებთ შეკვეთის მიღებისვის და მიწოდებისთვის.

    • პირადი ინფორმაცია – ჩვენ ვიღებთ და ვინახავთ იმ ინფორმაციას, რომელსაც გვაწვდით ინტერნეტ მაღაზიაში შეკვეთის განთავსებისას (მისამართი, სახელი, გვარი, ტელეფონი, ელ-ფოსტა) რათა ზუსტად და ეფექტურად მოვახდინოთ პროდუქტის მიწოდება „შეკვეთის მიღება და მიწოდების პირობების“ თანახმად

    • არაპირადი ინფორმაცია – ჩვენ ვინახავთ და ვიყენებთ თქვენი ინტერნეტ ბრაუზერის მიერ ავტომატურად მოწოდებულ ინფორმაციას, როგორიცაა ‘cookies’-ს.

მომხმარებელთა პირადი საბანკო მონაცემების შეყვანა ხდება ჩვენსა და ბანსკ შორის მდგომი კომპანიის (Plug and Pay) დაცულ ვებ-გვერდზე, რაც სრულად უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვასა და უსაფრთხოებას.

კალათი