კორდიცეფსი (Cordyceps) არის სოკო, რომელიც ტრადიციულად გამოიყენება აზიურ მედიცინაში ენერგიის, გამძლეობის და იმუნური ფუნქციის გასაძლიერებლად. კორდიცეფსი შეიცავს ბიოაქტიურ ნაერთებს, ადენოზინს და კორდიცეპინს, რომლებიც ხელს უწყობენ ენერგიის წარმოებას და უჯრედების რეგენერაციას. ზრდის ჟანგბადის მიღებას და ხელს უწყობს სასუნთქი გზების ფუნქციის გაძლიერებას.
ასევე ცნობილია თავისი ანტიოქსიდანტური თვისებებით, რომლებიც იცავენ ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან და აუმჯობესებენ საერთო ჯანმრთელობას. კვლევებმა აჩვენა, რომ ის აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას და ეხმარება ჯანსაღ დაბერებას.
რეიში (Reishi), ასევე ცნობილი როგორც “უკვდავების სოკო”, საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა ტრადიციულ აზიურ მედიცინაში, როგორც სულიერი, ფიზიკური და იმუნური სისტემის გასაუმჯობესებელი საშუალება.
რეიშის აქტიური ნაერთები, როგორიცაა პოლისაქარიდები და ტრიტერპენები, ხელს უწყობენ იმუნური სისტემის გაძლიერებას და ორგანიზმის დაცვას პათოგენებისგან. მათ გააჩნიათ ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებები, რომლებიც ორგანიზმს იცავენ ჟანგვითი დაზიანებისგან და ხელს უწყობენ უჯრედების აღდგენას.
სოკო რეიში ამცირებს სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის დონეს, რაც ხელს უწყობს მენტალურ სიმშვიდეს და ემოციურ ბალანსს. გარდა ამისა, იგი აუმჯობესებს ძილის ხარისხს, ხელს უწყობს ღრმა და აღდგენით ძილს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რეგენერაციისთვის.
გულის და სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობისთვის რეიში აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს არტერიულ წნევას და ხელს უწყობს სისხლძარღვების მოქნილობას. მისი რეგულარული გამოყენება ასევე ხელს უწყობს ენერგიის დონის გაზრდას და ფიზიკური გამძლეობის გაუმჯობესებას, რაც სასარგებლოა მათთვის, ვინც ფიზიკურ აქტივობებშია ჩართული.
შიტაკე (Shiitake) სოკო მდიდარია ბეტა-გლუკანებით, ლენტინანით, ერგოთიონეინით და B ჯგუფის ვიტამინებით. ლენტინანი ცნობილია იმუნური უჯრედების გააქტიურებით, რაც ეხმარება ორგანიზმს ვირუსებისა და ბაქტერიების წინააღმდეგ ბრძოლაში. შიტაკე ასევე უწყობს ხელს გულის ჯანმრთელობას, ქოლესტერინის დონის რეგულირებასა და ანტიოქსიდანტურ დაცვას.
სამივე სოკოს კომბინაცია ქმნის ძლიერ სინერგიულ ეფექტს და ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, ენერგიის მეტაბოლიზმს, სტრესის დაძლევას და ჯანმრთელობის ზოგად გაუმჯობესებას.
მიღების წესი: მიიღეთ 1 კაფსულა დღეში 1-2-ჯერ, წყალთნ ერთად.





