Doctor's Best, Choline L-Bitartrate (VitaCholine®), 60 vcaps | Nutrio.ge

Doctor’s Best, Choline L-Bitartrate (VitaCholine®), 60 vcaps

49,00

+ უფასო მიწოდება
  • ხელს უწყობს ტვინის ჯანმრთელობას, მეხსიერებას და კონცენტრაციას;
  • აძლიერებს ღვიძლის დეტოქსიკაციას და ცხიმების მეტაბოლიზმს;
  • მონაწილეობს აცეტილქოლინის წარმოქმნაში, რომელიც აუცილებელია მეხსიერებისა და ფოკუსისთვის;
  • ხელს უწყობს ნერვული სისტემისა და ენერგეტიკული ბალანსის შენარჩუნებას;

მარაგი: გვაქვს 🤟

🚚 უფასო მიწოდება 200 ლარიდან შენაძენზე.

თბილისი – 5 ლარი (1-2 სამუშაო დღე), რეგიონი – 8 ლარი (2-6 სამუშაო დღე).

იმავე დღესვე მიწოდებისთვის დაგვიკავშირდით: 555 10 20 80

ქოლინი არის ორგანიზმისვის აუცილებელი ნუტრიენტი, რომელიც ბუნებრივად გვხვდება საკვებში. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტვინის, ღვიძლისა და ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში. აუცილებელია აცეტილქოლინის  ნეიროტრანსმიტერის სინთეზისთვის, რომელიც აკონტროლებს მეხსიერებას, განწყობას და კოორდინაციას. განსაკუთრებით ეფექტურია ინტენსიური მუშაობის, სწავლების ან სტრესის პირობებში. გარდა ამისა, ქოლინი მონაწილეობს ცხიმების დაშლასა და ღვიძლის დეტოქსიკაციაში, იცავს უჯრედულ მემბრანებს და უზრუნველყოფს ნერვული იმპულსების სწორ გადაცემას.

ქოლინის ელ-ბიტარტრატის ფორმა წარმოადგენს ქოლინის ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ და ადვილად ასათვისებელ ფორმას. ის სწრაფად შეიწოვება და ორგანიზმს აწვდის ქოლინს ისეთ ფორმაში, რომელიც ეფექტურად მოქმედებს როგორც გონებრივ კონცენტრაციაზე, ისე ენერგეტიკულ და მეტაბოლურ ბალანსზე.

Doctor’s Best იყენებს VitaCholine®-ის დაპატენტებულ და კლინიკურად შესწავლილ ქოლინის ფორმას, რომელიც გამოირჩევა სისუფთავითა და მაღალი ბიოშეღწევადობით.

მიღების წესი: 2 კაფსულა დღეში. სასურველია მიიღოთ B ვიტამინის კომპლექსთან ერთად

⚠️ გაფრთხილება: პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ ზრდასრული ადამიანებისთვის. არ მიიღოთ თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში. თუ სვამთ რაიმე მედიკამენტს, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. გამოიყენეთ მხოლოდ დანამატად და არა საკვების შემცვლელად. შეინახეთ გრილ და მშრალ, ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას.
კალათი