კრეატინი ადამიანის სხეულში ბუნებრივად არსებული ნივთიერებაა, რომლის მთავარი დანიშნულება კუნთებისთვის ენერგიის მიწოდებაა. მისი მიღება შესაძლებელია წითელი ხორცითა და თევზით. თუმცა, მაღალი ინტენსივობით მოვარჯიშეებისთვის, საკმარისი რაოდენობის მიღება რთულია. სწორედ ამიტომ, კრეატინი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საკვები დანამატია.
კრეაქტორი არის ბაზარზე არსებული ყველაზე წმინდა კრეატინისა და კრეატინ ჰიდროქლორიდის ნაერთი, რომელიც:
▪️ ზრდის ძალას
▪️ ზრდის გამძლეობას
▪️ ზრდის კუნთის მოცულობას/მასას
▪️ ხელს უწყობს აღდგენას
▪️ აუმჯობესებს ტვინის ფუნქციონირებას
მიღების წესი:
გახსენით 1 მიღება 180-240 მლ წყალში და მიიღეთ დღეში 2-ჯერ. სავარჯიშო დღეებში მიიღეთ ვარჯიშის დასრულების შემდეგ. არ გადააჭარბოთ 2 მიღებას 24 საათიან პერიოდში. დღის მანძილზე ხშირად მიიღეთ წყალი.